„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-01-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-25
სარეგისტრაციო კოდი
000.00.00.000000
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №48

2010 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და XXIX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXIX. საარჩევნო ადმინისტრაციის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 103. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი.

    მუხლი 104. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი;

ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის უფროსი.

    მუხლი 105. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სამმართველოს უფროსი;

ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტერი;

გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

ე) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ვ) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

    მუხლი 1051. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მთავარი სპეციალისტი;

ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის წამყვანი სპეციალისტი;

გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე;

დ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე;

ე) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის თანაშემწე;

ვ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სპეციალისტი;

ზ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია