„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-01-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №47

2010 წლის 22 იანვარი

 ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში სიტყვების: „ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციას,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ახორციელებს გაერთიანებული შტაბის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ექსპერტიზასა და ვიზირებას,“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ტოპოგრაფიული სამმართველო ახორციელებს სამხედრო ძალების ტოპოგეოდეზიურ უზრუნველყოფას;“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტში სიტყვების: „პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადებას.“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიგრაფიული ნაწარმით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია