საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №555
1998 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრედიტით 1994 წელს საქართველოში შემოტანილი და საექსპლუატაციოდ ვარგისი სატრაქტორო ტექნიკის მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 ივნისის № 363 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კრედიტით 1994 წელს საქართველოში შემოტანილი და საექსპლუატაციოდ ვარგისი სატრაქტორო ტექნიკის მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 ივნისის № 363 ბრძანებულების მეორე პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ნიკო ლეკიშვილი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, თევდორე ნინიძე.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი,
ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ე. შევარდნაძე