„საქართველოს სახელმწიფო არქივების მშენებლობის, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის 1999-2003 წლების კომპლექსური პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 თებერვლის №91 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
509
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს სახელმწიფო არქივების მშენებლობის, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის 1999-2003 წლების კომპლექსური პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 თებერვლის №91 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №509

2000 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო არქივების მშენებლობის, არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და აღჭურვის 1999-2003 წლების კომპლექსური პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 თებერვლის №91 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 თებერვლის №91 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების სათაურსა და პირველ და მე-2 პუნქტებში სიტ­ყვები „1999-2003 წლების“ შეიცვალოს შესაბამისად „2002-2006 წლების“.

2. ბრძანებულების მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ“, ხოლო „1999 წლისა“ შეიცვალოს შესაბამისად  „2002 წლისა“.

3. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ, ქალაქების მერიებმა, რაიონების გამ­გეობებმა 2002 და მომდევნო წლების ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირებისას გაითვალისწინონ საბიუჯეტო ასიგნებათა გამოყოფა პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გან­სახორციელებლად.“.

4. ბრძანებულებით დამტკიცებულ კომპლექსურ პროგრამაში:

სათაურში სიტყვები „1999-2003 წლების“ შეიცვალოს შესა­ბამისად  „2002-2006 წლების“;

პირველ პუნქტში სიტყვები „1999-2003 წლები“ შეიცვალოს შესა­ბამისად „2002-2006 წლები“;

მე-3 პუნქტში სიტყვები „1999-2000 წლები“ შეიცვალოს შესა­ბამისად „2002-2003 წლები“;

მე-4 პუნქტში სიტყვები „1998-2002 წლები“ შეიცვალოს შესა­ბამისად „2002-2006 წლები“;

მე-5 პუნქტში სიტყვები „1999-2003 წლები“ შეიცვალოს შესა­ბამისად „2002-2006 წლები“;

№1-5 ცხრილებში გათვალისწინებული შესრულების წლები შე­იცვალოს შესაბამისად:

„1998“ - „2001“-ით, „1999“ - „2002“-ით, „2000“ - „2003“-ით, „2001“ - „2004“-ით, „2002“ - „2005“-ით, „2003“ - „2006“-ით.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია