საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №146
1999 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესში და მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი წინადადება:
„ხოლო თუ ამ ფასად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა ქონება, ეს ფასი კიდევ მცირდება 50 პროცენტით“.
ე. შევარდნაძე