საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №778
1996 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
გ. მინაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგე, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი გურამ მინაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე