საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №777
1996 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
ა. ხურციძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ვეტერანთა მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ალექსანდრე ხურციძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე