„საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-01-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.
„საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №7

2010 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებით (სსმ III, 2001წ., №86, მუხ. 633) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პგრ-ის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია