„საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
363
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-07-14
გამოქვეყნების თარიღი
1997-07-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №363

1997 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონთან და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივნისის №328 ბრძანებულებასთან შესაბამისად უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულების მე-14 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. 1997 წლის 1 ივლისის მდგომარეობის ძირითადი ფონდების გადაფასებული ღირებულება სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოყენებულ იქნეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

ამასთან იმ საპრივატიზებო ობიექტების გამოსასყიდი თანხა და გადასახდელი საიჯარო ქირა, რომელთა იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 1997 წლის 1 ივლისამდე, რჩება უცვლელი. 1997 წლის 1 ივლისამდე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებათა აქციების საწყისი გასაყიდი ფასი პრივატიზებისას დგინდება რეგისტრირებული საწესდებო კაპიტალიდან გამომდინარე“.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია