საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №977
2009 წლის 31დეკემბრის
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის №955 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის № 955 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., № 157, მუხ. 1879) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სანომრე ნიშნებზე გადასვლა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი