საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №863
2010 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი