საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №230
1997 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
მ. ყურაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა დარგის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე მელენტი ყურაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე