საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №734
1997 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 იანვრის №9 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994-1995 წლებში მიღებული ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 იანვრის №9 ბრძანებულებაში და ბრძანებულების დანართის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „მე-6 პუნქტის გარდა“.
2. ეს ბრძანებულება ძალაშია 1997 წლის 8 იანვრიდან.
ე. შევარდნაძე