„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სკოლის მანდატურის სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
112/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-29
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016027
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სკოლის მანდატურის სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №112/ნ

2010 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში (სსმ III, 24.08.2010წ., №103,  მუხ.1554)  შევიდეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით  დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის  მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების  ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს უფროსის მოვალეობებს ასრულებს უფროსის ერთ-ერთი  მოადგილე. 

12. უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

13.  უფროსის მოადგილეების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს უფროსი.”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი        დ.  შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია