საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 დეკემბრის №830 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
77
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-01-29
გამოქვეყნების თარიღი
1997-01-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 დეკემბრის №830 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №77

1997 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 დეკემბრის №830 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის მართვაში გადასაცემად შექმნილი სატენდერო კომისიის წინადადების გათვალისწინებით შეტანილ იქნეს ცვლილებები „სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ რეაბილიტაცია-განვითარებასთან დაკავშირებული საინვესტიციო წინადადებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 დეკემბრის №830 ბრძანებულებაში:

1. ბრძანებულების 1-ლ და მე-3 პუნქტებში სიტყვები „საკონტროლო პაკეტი“ შეიცვალოს სიტყვებით „სპილენძისა და ბარიტის გადამუშავება-წარმოებისათვის“ სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 51 პროცენტი წილის მართვაზე.“

2. სატენდერო კომისიის მიერ საინვესტიციო წინადადებათა განხილვის საბოლოო ვადად განისაზღვროს 1997 წლის 15 აპრილი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია