საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ოქტომბრის №673 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
722
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-11-06
გამოქვეყნების თარიღი
1996-11-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ოქტომბრის №673 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №722

1996 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ოქტომბრის №673 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს პრეზიდენტის არქივისათვის პოლიტიკური პარტიების არქივის გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ოქტომბრის №673 ბრძანებულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ისტორიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების რაციონალური და სრულყოფილი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის არქივს შეუერთდეს საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო კანცელარიისათვის გადაცემული პოლიტიკურ პარტიათა არქივი მის მიერ დაკავებული სათავსებითა და მოწყობილობით“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია