საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №445
1997 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 სექტემბრის №608 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 სექტემბრის №608 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ დავით იაკობიძე, ალექსანდრე შუშანაშვილი.
2. კომისიის შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ:
მალხაზ ჩაჩავა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გოჩა პაიჭაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
ე. შევარდნაძე