საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №185
1997 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
თ. მაღრაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქ. თბილისის საავტომობილო ტრანსპორტის მუშაობის გაუმჯობესებისა და მგზავრთა მომსახურების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის თბილისის მუნიციპალური საწარმო „თბილტრანსის“ მთავარი ეკონომისტი თეიმურაზ მაღრაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე