„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
588
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-10-08
გამოქვეყნების თარიღი
1998-10-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №588

1998 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულების მე-6 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამტკიცდეს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატოს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხთა საკოორდინაციო სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

რევაზ ადამია – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

ზურაბ აბაშიძე – ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი

გიორგი ბურდული – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

არჩილ გეგეშიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი

კახა იმნაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

გურამ რეხვიაშვილი – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ოთარ ტაველიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე

ჯონი ფირცხალაიშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსი

ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ვალერი ხაბურძანია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების სამსახურის უფროსი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია