საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
3762
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-26
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016001
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) 74-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შემთხვევისა, შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტის დადგენილებით. უფლებამოსილების ვადის გაგრძელება განისაზღვრება ინიციატივის შესაბამისად, პარლამენტის დადგენილებით.“.

    მუხლი 2

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამე ნ ტის

თავმჯდომარე                                                                                      დ. ბაქრაძე

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

№3762– IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია