საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №455
1997 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
ბ. დემეტრაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდისა და ქართული საინჟინრო მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ბორის დემეტრაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე