საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №454
1997 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
ა. ირემაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ისტორიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი აკაკი ირემაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე