ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-10
სარეგისტრაციო კოდი
300390000.35.112.016007
ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2010 წლის 15 ოქტომბერი

ქ. ლანჩხუთი

 ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №49-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1928

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ 25-ე მუხლის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №1).

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №49-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1928

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №30 დადგენილება (სსმ V, №16, 25.08.2010 წ., მუხ. 452).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 საკრებულოს თავმჯდომარე   რ. ჩიტიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №49-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1928

დანართი №1

ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია

1. აიკრძალოს ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა და/ან წვრილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ – ქალაქის ქუჩებში, სკვერებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უმეთვალყურეოდ გაშვება.

შენიშვნა: ინსტრუქცია არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №49-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1928

2. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან (შემდგომში – შემსრულებელი).

3. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი პირობები:

ა) დაჭერილი ცხოველების განთავსებისთვის სპეციალური ტერიტორიის გამოყოფა და შემოღობვა;

ბ) საყარაულო ჯიხურის მოწყობა და ტერიტორიის დაცვა;

გ) ცხოველის დაჭერის შესახებ განცხადების გამოქვეყნება;

დ) ცხოველის მესაკუთრისთვის შესაბამისი ქვითრის წარმოდგენა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;

ე) შემსრულებლის მიერ პირუტყვისაგან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის მოწოდება.

4. შემსრულებელი ვალდებულია დაკავებული პირუტყვი ამყოფოს ჩვეულებრივ პირობებში და განახორციელოს მათი კვება, მოვლა, დაცვა, არ განახორციელოს დაკავებული პირუტყვის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

5. ცხოველის სადღეღამისო კვება, ტერიტორიის დაცვა და განაცხადის გამოქვეყნება განხორციელდეს პირუტყვის მესაკუთრის ხარჯზე; დაჭერილი ცხოველის მეთვალყურეობის მომსახურების თანხა განისაზღვროს დღეში– 10 (ათი) ლარით.

6. ამოღებული თანხები მიმართულ იქნეს ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.

7. უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია დაჭერისთანავე გაავრცელოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმდაგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო წრისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ.

8. შემსრულებელი ვალდებულია დაჭერილი პირუტყვი მესაკუთრეს გაატანოს პირუტყვზე მესაკუთრის კუთვნილების დამდგენი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და გადახდილი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. ამის შემდგომ ფორმდება დაჭერილი პირუტყვის მიღება-ჩაბარების აქტი, თარიღის მითითებით და მხარეების ხელმოწერით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №49-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1928

9. შემსრულებელი ვალდებულია სრულყოფილად აწარმოოს პირუტყვის დაჭერის თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს მესაკუთრეთა მხრიდან უსაფუძვლო მოთხოვნები და პირუტყვის მესაკუთრეზე დაკისრებული შენახვის ხარჯის ამოღებასთან დაკავშირებით იხელმძღვანელონ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №49-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1928

10. პირუტყვის დაჭერის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ათი დღის გასვლის შემდეგ მესაკუთრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე დაკავებული პირუტყვის უპატრონოდ ცნობის თაობაზე გადაეცეს სასამართლოს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №49-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1928

 

კრებსითი — სრული ვერსია