„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
881
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-30
სარეგისტრაციო კოდი
120.0340.000.08.002.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №881

2009 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების თანდართული ნუსხა.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

მ. სააკაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხა

1. ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) პისტოლეტი, რევოლვერი;

ბ) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი;

გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;

დ) ხელის ტყვიამფრქვევი;

ე) ტყვიამფრქვევი;

ვ) შაშხანა;

ზ) სნაიპერული შაშხანა;

თ) ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი;

ი) ყუმბარმტყორცნი.

2. საბრძოლო მასალა: – პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და ხელყუმბარა.

კრებსითი — სრული ვერსია