ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2010 წლის 19 ოქტომბერი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე , ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ V, №19 01.09.2010 წ. , მუხ. 499 ) შეტანილი იქნ ეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ეს დადგენილება, გარდა დებულების 107-ე მუხლისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .“.
2. დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი