„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
809
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-18
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №809

2009 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გააფორმოს უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებები და შეთანხმებები (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), რომლებიც არ წარმოადგენენ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია