თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2010 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოების დამტკიცების შესახებ“. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოები განისაზღვროს შემდეგი სახით:
საკრებულოს თავმჯდომარე 2360 ლარი
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 1100 ლარი
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 650 ლარი
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 650 ლარი
წამყვანი საჯარო თანამდებობა – აპარატის უფროსი 700 ლარი
უფროსი საჯარო თანამდებობა – განყოფილების უფროსი 500 ლარი
უმცროსი საჯარო თანამდებობა – მთავარი სპეციალისტი 420 ლარი
უმცროსი საჯარო თანამდებობა – სპეციალისტი 380 ლარი
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დ.აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე