საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №656
1997 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
მ. კაზარიანის ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
ქართველი და სომეხი ხალხების მეგობრული, კულტურული ურთიერთობების განმტკიცებისათვის, ხელოვნებაში თბილისური ტრადიციების შენარჩუნებისა და აქტიური ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის სიმღერისა და ცეკვის ხალხური ანსამბლის „საიათნოვას“ ხელმძღვანელი საქართველოს დამსახურებული არტისტი მკრტიჩ (მუკუჩ) კაზარიანი დაჯილდოვდეს ღირსების მედლით.
ე. შევარდნაძე