საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №380
1997 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
ო. ხომერიკის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ნიჩბოსნობის განვითარებისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ქალაქ ფოთის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ოთარ ხომერიკი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე