საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №736
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ს. სისაურის, მ. ვაწაძისა და გ. ბოკუჩავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს სულხან სისაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძესა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს გიორგი ბოკუჩავას უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება ,,საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი