სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №706
2009 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 აგვისტოს №539 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 აგვისტოს №539 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „სასესხო ხელშეკრულებას (სპეციალური ოპერაციები) (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1)“ და „დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)“.
მ. სააკაშვილი