,,გ. ტაბატაძისა და პ. პაპუაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
702
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-12
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.
,,გ. ტაბატაძისა და პ. პაპუაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №702

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

გ. ტაბატაძისა და პ. პაპუაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გიორგი ტაბატაძესა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საკონსულო ანალიტიკური სამმართველოს უფროსს პაატა პაპუაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია