საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №626
1997 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
შ. გაწერელიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, აღორძინებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ამ დარგში ხანგრძლივი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კათედრის გამგე პროფესორი შალვა გაწერელია დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე