საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №574
2009 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით (სსმ III, 2009 წ., №14, მუხ. 169) დამტკიცებულ საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი