საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №536
2009 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
რ. კემულარიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს რუსუდან კემულარიას უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი