,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
510
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-08-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-08
სარეგისტრაციო კოდი
120.260.020.08.
,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №510

2009 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:

1. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა განხორციელდეს 2009 წლის 15 აგვისტოდან 2009 წლის 30 დეკემ-ბრამდე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1300 წვევამდელით.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1300 წვევამდელით.

3 1. � საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 717 წვევამდელით .

საქართველოს პრეზიდენტის 200 9 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №907-სსმIII №150, 10.12.2009წ., მუხ.1771

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში , საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნენ 18- დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები , რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება .

საქართველოს პრეზიდენტის 200 9 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №907-სსმIII №150, 10.12.2009წ., მუხ.1771 ���������������

5. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ ბრძანებულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში განუსაზღვროს თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისთვის.

7. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე მუნიციპალიტეტების გამგეობებს და თვითმმართველი ქალაქების მერიებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

9. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

 

1. საქართველოს პრეზიდენტის 200 9 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულება №907-სსმIII №150, 10.12.2009წ., მუხ.1771

 

�

კრებსითი — სრული ვერსია