„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
467
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-03
სარეგისტრაციო კოდი
010.120.000.08.
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №467

2009 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებით (სსმ III, №88, 2006 წ., მუხ. 1168) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვიზის ბლანკი არის ერთიანი ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, რომლის ფორმასაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერთობლივად ამტკიცებენ საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია