„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
110/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-21
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016025
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №110/ნ

2010 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 სექტემბრის №97/ნ ბრძანებით (სსმ III, 04.10.2010წ., №127, მუხ.1858) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის” დებულების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, ათონელის ქ. №25”.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. შაშკინი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია