საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №403
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №391 – ვებგვერდი, 19.07.2011წ.
1. უფლებამოსილი ორგანოების მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების თანდართული წესი.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №179 - ვებგვერდი, 05.04.2011
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №391 – ვებგვერდი, 19.07.2011წ.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესი
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №391 – ვებგვერდი, 19.07.2011წ.
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შემადგენლობას, მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ და მონაცემთა წარდგენისათვის ვალდებულ ორგანოებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №391 – ვებგვერდი, 19.07.2011წ.
მუხლი 2
1. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში (შემდეგში – მონაცემთა ბაზა) აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა.ა) სრული დასახელება;
ა.ბ) დებულების დამტკიცების, დაწესებულების რეგისტრაციის ან ლიცენზირების შესახებ აქტის რეკვიზიტები;
ა.გ) უფლებამოსილება დებულების ან აქტის მიხედვით;
ა.დ) სამსახურებრივი ბეჭდების, შტამპების, ბლანკების ნიმუშები და მათი დამტკიცების შესახებ აქტის რეკვიზიტები;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ან ტერიტორიული ორგანოს:
ბ.ა) დასახელება;
ბ.ბ) დებულების დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები;
ბ.გ) უფლებამოსილება დებულების მიხედვით;
ბ.დ) სამსახურებრივი ბეჭდების, შტამპების, ბლანკების ნიმუშები და მათი დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი ხელმომ წერი პირის:
გ.ა) სახელი და გვარი;
გ.ბ) პირადი ნომერი;
გ.გ) უფლებამოსილება;
გ.დ) დანიშვნის (არჩევის) და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ აქტის რეკვიზიტები;
გ.ე) ხელმოწერის ნიმუში;
გ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას – მისი მოვალეობის შემსრულებლის შესახებ „გ.ა“–„გ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.
2. მონაცემთა ბაზაში სასამართლოს თაობაზე აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასამართლოს :
ა.ა) სრული დასახელება;
ა.ბ) სამსახურებრივი ბეჭდების, შტამპების, ბლანკების ნიმუშები;
ბ ) სასამართლოს უფლებამოსილი ხ ელმომ წერი პირის:
ბ.ა) სახელი და გვარი;
ბ.ბ) უფლებამოსილება;
ბ.გ) დანიშვნის (არჩევის) და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების თარიღები;
ბ.დ) ხელმოწერის ნიმუში;
ბ.ე) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას – მისი მოვალეობის შემსრულებლის შესახებ ამ პუნქტის „ბ.ა“–„ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია .
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №391 – ვებგვერდი, 19.07.2011წ.
მუხლი 3
1. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანო , აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენის დროისათვის არსებული მდგომარეობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარედგინოს ამ წესის ამოქმედებიდან ორ კვირაში.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №391 – ვებგვერდი, 19.07.2011წ.
მუხლი 4
1. მონაცემთა ბაზაში აგრეთვე უნდა აისახოს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარდგენილი მონაცემების ნებისმიერი ცვლილება.
2. უფლებამოსილებების შესახებ ბაზაში არსებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილებისას სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინონ რედაქტირებული მონაცემები საბოლოო სახით და იმ აქტის რეკვიზიტები, რომლითაც განხორციელდა აღნიშნული ცვლილება.
3. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან ბაზაში არსებული მონაცემების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინონ 1 დღეში.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №391 – ვებგვერდი, 19.07.2011წ.
მუხლი 5
1. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს ბაზაში, საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება აგრეთვე აისახოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები, ინფორმაციის პირველად წარდგენამდე არსებული მდგომარეობით.
2. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინონ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 3 დღეში.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №391 – ვებგვერდი, 19.07.2011წ.
მუხლი 6
მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებენ შემდეგი ორგანოები:
ა) (ამოღებულია - 19.0 7.2011, № 391);
ბ) (ამოღებულია - 05.04.2011, №179);
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №179 - ვებგვერდი, 05.04.2011
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №391 – ვებგვერდი, 19.07.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №583 – ვებგვერდი, 17.07.2012წ
მუხლი 7
1. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა (შემდეგში – მონაცემთა) წარდგენა ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები და საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაცემებს წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებისათვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ) სასამართლო ორგანოები, სამედიცინო დაწესებულებები, აგრეთვე ყველა ადმინისტრაციული ორგანო, ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანოების გარდა, მონაცემებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებისათვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს.
2. მონაცემთა წარდგენისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემების წარდგენა უზრუნველყოს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა წარდგენის ფორმის (დანართი №1 ან დანართი №2) შესაბამისად.
3. მონაცემები შესაძლოა წარდგენილ იქნეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, მათ შორის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის ინტერნეტ გვერდზე განთავსებული ფორმულარის შევსების გზით.
4. მონაცემების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირი პასუხს აგებს ინფორმაციის სისწორის, დროულობისა და სრულყოფილებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5აპრილის ბრძანებულება №179 - ვებგვერდი, 05.04.2011
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №391 – ვებგვერდი, 19.07.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №583 – ვებგვერდი, 17.07.2012წ .