„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
167
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-01
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.10.003.000.551
„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №167

2006 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 აგვისტოს №148 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2006 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტებისათვის სპეციალური ფორმის განაცხადების (დანართი №2) დარიგებას (სადაც ასახული იქნება სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ყველა სახის რეკვიზიტი) და შევსებული განაცხადების სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) გადაცემას. პროგრამის მონაწილე მეწარმე სუბიექტებს ამ დადგენილებით დამტკიცებული განაცხადის (დანართი №2) შევსებული ფორმები შეუძლიათ წარუდგინონ სააგენტოს.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია