,,დ. გვინდაძის, ჯ. ბაკურაძისა და რ. ნიკოლაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
374
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-01
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.
,,დ. გვინდაძის, ჯ. ბაკურაძისა და რ. ნიკოლაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №374

2009 წლის 1 ივლისი

 ქ. თბილისი

დ. გვინდაძის, ჯ. ბაკურაძისა და რ. ნიკოლაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ჯამბულ ბაკურაძესა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს რამაზ ნიკოლაიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება ,,საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტი) სასესხო ხელშეკრულების“ ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია