საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №366
2009 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ:
ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტის 15 ნოემბრის ბრძანებულება №919-სსმIII,№151,18.11.2010წ., მუხ.2137
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 15 ნოემბრის ბრძანებულება №919- სსმIII,№151,18.11.2010წ., მუხ.2137
2. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №63 – ვებგვერდი, 07.02.2013წ.