„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის №638 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
321
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-15
სარეგისტრაციო კოდი
120.260.000.08.
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის №638 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №321

2009 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის №638 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2009 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის №638 ბრძანებულებას (სსმ III, 2008 წ., №187, მუხ. 1969) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემდეგი ვადის დადგომამდე, გადაუვადდეს იმ წვევამდელს, რომელმაც:

ა) 2009 წელს მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა როგორც აბიტურიენტი;

ბ) 2009 წელს მიიღო პროფესიული უმაღლესი განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა როგორც აბიტურიენტი;

გ) 2009 წელს მიიღო აკადემიური უმაღლესი განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა როგორც მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია