„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ“ 2002 წლის 27 მარტის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
266
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-22
სარეგისტრაციო კოდი
480.610.000.08.
„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ“ 2002 წლის 27 მარტის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №266

2009 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ“ 2002 წლის 27 მარტის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ“ 2002 წლის 27 მარტის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ვაშაძე):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია