საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №191
2010 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგებლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 იანვრის №6 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ოქტომბრიდან.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას, სიტრუქტურას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1158 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
მუხლი 3
დეპარტამენტი თავისი ამოცანების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით და პრინციპებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო კერძო სამართლის, საინვესტიციო საქმიანობის და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ნორმატიული აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1158 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
მუხლი 4
დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5
დეპარტამენტის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრი და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე.
თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული და/ან საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მორიგების ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, ან/და ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) არბიტრაჟებისა ან უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ანულირების/გასაჩივრების შესაძლებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) არბიტრაჟებისა ან უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;
ვ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 7
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1158 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
მუხლი 8
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ამ დებულებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს;
ბ) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს და ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის; აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში განხილულ დოკუმენტებს
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების გადაწყვეტის მიზნით;
ი) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ლ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელების თაობაზე;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან პროფესიული საჯარო მოხელე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №250 - ვებგვერდი, 20.09.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1158 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
მუხლი 9
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1158 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №197-სსმIII, №137, 25.10.2010წ., მუხ.1985
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №250 - ვებგვერდი, 20.09.2017წ.
თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1158 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
მუხლი 11
1. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საინვესტიციო არბიტრაჟის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სამმართველო.
2. საინვესტიციო არბიტრაჟის სამმართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო საინვესტიციო საარბიტრაჟო დავების ფარგლებში ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულებას.
3. საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სამმართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო კომერციული/სახელშეკრულებო საარბიტრაჟო დავების ფარგლებში ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1158 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
მუხლი 12
1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს მათ ან სხვა მასალებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) აკონტროლებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1158 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.