საქართველოს მთავრობის
დადგენილება №162
2006 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს №151 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს №151 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი