,,სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
233
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-11
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.08.
,,სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №233

2009 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში სამოქალაქო ინსტიტუციონალური რეფორმების განსახორციელებლად, რეფორმირებისა და განვითარების პროცესში სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის როლის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

1. დაევალოს საქართველოს მთავრობას სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება.

2. საქართველოს მთავრობამ ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნება უზრუნველყოს ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია