"ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
316
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-19
სარეგისტრაციო კოდი
300010000.10.003.016047
"ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №316

2010 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №47, მუხლი 521) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არა უგვიანეს 2010 წლის 29 ოქტომბრისა საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია