"სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
308
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-19
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.016039
"სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №308

2010 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის            11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„62. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებისათვის ლიცენზია გაიცემა – იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე (გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია