"საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
305
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-19
სარეგისტრაციო კოდი
010240020.10.003.016036
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №305

2010 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №6, მუხლი 71) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

დავით თომაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი

ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გიორგი პერტაია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

დავით ჩხეიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

მანანა ცინაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი.“.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია